ახალი ამბებისამართალი

ბუენოს აირესის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე 4 კგ კოკაინის გადატანის ბრალდებით დააკავეს

28 თებერვალი, 2018 • 2016
ბუენოს აირესის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე 4 კგ კოკაინის გადატანის ბრალდებით დააკავეს

ბუენოს აირესის აეროპორტში რუსი მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალდების თანახმად, საზღვარზე  დაახლოებით 4 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა. ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია დოჟდი არგენტინის უსაფრთხოების მინისტრზე დაყრდნობით წერს.

50 წლის მამაკაცი, რომელსაც ნარკოტიკი აღმოუჩინეს, კვირას, 25 თებერვალს დააკავეს, თუმცა ინფორმაცია არგენტინის უსაფრთხოების მინისტრმა  პატრისია ბულიჩმა დღეს გაავრცელა. ბრალდებული  Lufthansa-ს თვითმფრინავით ფრანკფურტში მიფრნავდა.

https://www.facebook.com/bullrichpatricia/posts/10156343527684994

“მას შემდეგ, რაც წინა კვირას ცნობილი გახდა 400 კილოგრამი კოკაინის შესახებ, რომელიც სამართალდამცველებმა რუსეთის საელჩოს შენობაში იპოვეს, საზღვრების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავამკაცრეთ,”- წერს მინისტრი.

ამ ფაქტამდე, არგენტინის ოფიციალური პირების ცნობით, პოლიციის და რუსეთის საელჩოს თანამშრომლები დააკავეს მას შემდეგ, რაც ბუენოს აირესში, რუსეთის საელჩოს შენობაში შესაბამისმა უწყებებმა დიდი ოდენობით კოკაინი აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილები პოლიციამ ამა წლის 21 თებერვალს დააკავა.

არგენტინის უსაფრთხოების მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 389 კილოგრამი ნარკოტიკი დამალული იყო დიპლომატიურ ბარგში, რომელიც 2016 წელს იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი