ახალი ამბები

ყვარელთან 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27 თებერვალი, 2018 • 2146
ყვარელთან 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 27 თებერვალს, 18:00 საათისთვის, ყვარლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი ჩანტლისყურე იყო.

ინფორმაცია ყვარლის მუნიციპალიტეტში ნგრევის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი