ახალი ამბები

ანონსი – 28 თებერვალი

28 თებერვალი, 2018 • 1622
ანონსი – 28 თებერვალი

წარმოგიდგენთ 28 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:45 საათზე, ქვემო ფონიჭალაში, ვაგზლის ქ. 15ა-ში მდებარე საწარმოს, „პოლიმერ 1“-ს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. საწარმო ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და სახელმწიფოს მხარდაჭერით გოფრირებული მილების წარმოებას გეგმავს.

10:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება მის: ჟ.შარტავას N7

11:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მართავს ახალი ონლაინ პლატფორმის – ღია მონაცემების ლაბორატორია: www.DataLab.ge – პრეზენტაციას.

13:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები, სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავენ და ქმედითი დახმარებისათვის წერილობით მიმართავენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუჟნიეკსს, სამხრეთ ოსეთში არსებული სეპარატისტული რეჟიმის თავაშვებული ქმედებების გამო, ვითარების ესკალაციის თავიდან აცილებისა და ოკუპანტ რუსეთთან საქართველოს მხარდაჭერის მიზნით. მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 34, პიქსელის ბიზნეს-ცენტრი, მე-8 სართული. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.

მასალების გადაბეჭდვის წესი