ახალი ამბები

ტედი რინერი სავარაუდოდ თბილისის გრან პრიზე იჭიდავებს

27 თებერვალი, 2018 • 2216
ტედი რინერი სავარაუდოდ თბილისის გრან პრიზე იჭიდავებს

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი, ტედი რინერი თბილისის გრან პრიზე ოფიცილურად დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

28 წლის ტედი რინერი ორგზის ოლიმპიური, ცხრაგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია. კარიერის დასაწყისში 19 წლის ათლეტმა პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო მას შემდეგ ფაქტობრივად ყველა ჩემპიონატი მოიგო, სადაც კი მონაწილეობა მიიღო.

ფრანგი სპორტსმენი, როგორც წესი, გრან პრიებზე მონაწილეობას არ იღებს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ტედი რინერი ოფიციალურად დარეგისტრირდა თბილისის გრან პრიზე, რომელიც 30 მარტს დაიწყება და 2 აპრილამდე გაგრძელდება.

ტედი რინერი, ძიუდოს ვარსკვლავი. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

მასალების გადაბეჭდვის წესი