მე–13 საუკუნის ციხესიმაგრეს 21 წელია შუა საუკუნეების ტექნოლოგიით ხელახლა აშენებენ

საფრანგეთში მდებარე გედელონის ციხესიმაგრეს უკვე 21 წელია აშენებენ იმავე მეთოდებით, რაც შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა. იქ, სადაც მე–13 საუკუნის ციხის საძირკვლის ნანგრევები იყო, დღეს ძველი ტექნოლოგიებით ციხეს აშენებენ.

ციხის მშენებლები ვარაუდობენ, რომ სამუშაო 2020 წელს დასრულდება და ეს ადგილი საფრანგეთის ტურისტულ ადგილებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახდება. 2016 წელს აქ 300 000 ტურისტის მივიდა, გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხით კი ციხის სამშენებლო სამუშაოებს აფინანსებენ.

მშენებლების მიზანია, აღადგინონ მეცამეტე საუკუნის ციხე, რომლის ნანგრევებიც მე–15 საუკუნის შენობის წითელი აგურით იყო დაფარული. მშენებლების ჯგუფი ხელმძღვანელობს იმჟამინდელი ფინანსური ჩანაწერებით, ხელნაწერების ილუსტრაციებით, ეკლესიების ჭიქული ფანჯრებით, იმ პერიოდის მემატიანეების ჩანაწერებით. ეს მასალები მე–12–13 საუკუნის იარაღებისა და მშენებლობის ტექნიკის დადგენაში ეხმარებათ.

ავტორების აზრით, პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მას საფრანგეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც ზედამხედველობენ.

ციხეში აღმოაჩინეს ჰიდრავლიკური წისქვილის ნანგრევები, რომლის აღდგენაზე 3 წელი იმუშავეს პრევენციული არქეოლოგიური კვლევის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად. ძველი ტრადიციით აღდგენილ წისქვილში მე–13 საუკუნის ტექნოლოგიით ფქვილის დაფქვა სურთ. წისქვილში მიღებული ფქვილით გამომცხვარ პურს ციხეში მისულ დამთვალიერებლებს სთავაზობენ.

“დღეს, როდესაც გარემოსდაცვით საკითხები ასეთი აქტუალურია, გედელონი ის ადგილია, სადაც შუა საუკუნეები გთავაზობს წვდომას მომავლის მწვანე მშენებლობაზე”, – ამბობენ ციხის აღმდგენლები.

პროექტის ავტორების თქმით,  ვიზიტორები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან თავდაცვითი კედლების, დიდი დარბაზის სახურავის ხის საყრდენების, წინკარისა და მისი კედლის მხატვრობის, ციხის სამზარეულოსა და სათავსოს, მახვილკუთხა კამაროვანი საკნების, ქონგურებიანი კედლების მშენებლობის სანახავად.

მშენებლები მახლობლად მდებარე მიტოვებულ ქვასატეხს, არსებულ მიწას, ქვიშას, თიხას მშენებლობისთვის იყენებენ.

გედელონის ციხის რეაბილიტაცია 1997 წელს დაიწყო. გასული წლების განმავლობაში სამლოცველოს კოშკის სახურავის ხის კოჭები აღმართეს. ქვის მთლელები დასავლეთის კუთხის კოშკის მშენებლობას დაამთავრებენ, შემდეგ კი განაახლებენ კარიბჭის მშენებლობას. ციხის ეზოში უკვე აშენდა პატარა ზარაფხანა, სადაც ისწავლება, როგორ აკეთებდნენ მონეტებს შუა საუკუნეებში.

გედელონის სასახლის ხელახლა აშენების იდეა მიშელ გიოს ინიციატივიდან მომდინარეობს, აღედგინათ შუა საუკუნეების სასახლე იმდროინდელი მეთოდით. მერლინ მარტინი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც შესაძლებლად მიიჩნია მიშელ გიოს სურვილის განხორციელება. მან არქიტექტორების, არქეოლოგების, დონორების ჯგუფი შეკრიბა, რის შემდეგაც გედელონის ციხის ნანგრევები შეარჩიეს.

დღესდღეობით მშენებლობაზე 70 ადამიანი მუდმივად მუშაობს. წელიწადში 650 მოხალისე პერიოდულად ჩადის, რათა გედელონის მშენებლობაში თავისი წვლილი შეიტანოს.

დეტალურად ნახეთ აქ: გედელონის ციხესიმაგრის აღდგენის პროექტი

გედელონის ციხესიმაგრე. ფოტო: გედელონის ციხესიმაგრის აღდგენის პროექტის ვებგვერდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com