ახალი ამბები

თბილისში ბაზრობა იწვის, მობილიზებულია 35 სახანძრო მანქანა

27 თებერვალი, 2018 • 2865
თბილისში ბაზრობა იწვის, მობილიზებულია 35 სახანძრო მანქანა

თბილისში, ცაბაძის და თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ბაზრობა იწვის.

სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულის” შენობაში ხანძარი 27 თებერვალს,  დაახლოებით 00.30 საათზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობს  35 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახური სხვა ცნობას არ ავრცელებს. უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები, ასევე, ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

ხანძრის ადგილას თბილისის მერი მივიდა. მისი თქმით, არ არიან დაშავებულები და ხანძრის ლოკალიზება უახლოეს ხანში მოხდება.

ბაზრობის ტერიტორიაზე ასევე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებსაც ფართები აქვთ დაქირავებული სავაჭრი ცენტრის შენობაში და ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. როგორც “ნეტგაზეთს” რამდენიმე მოვაჭრემ განუცხადა, მათ პროდუქცია დაზღვეული არა აქვთ. თბილისის მერს, რომელიც ხანძრის ადგილას მივიდა,  არაფერი უთქვამს დაზარალებული მოვაჭრეების შესახებ.

ხანძრი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე 02.12 საათისთვის ლოკალიზებული არ არის.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს ხანძრის არეალის გავრცელების საფრთხე.

 


სავაჭრო ცენტრი იწვის. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

 

 

სავაჭრო ცენტრ “თერგს” შპს “ამორე” ფლობს, რომლის 100% -ს  ერდალ საღლამი ფლობს.


ასევე ნახეთ:

12 ბაზრობა საქართველოში, სადაც ხანძარი გაჩნდა

ინფორმაცია  ხანძრებზე საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი