ახალი ამბები

საზმაუს საბჭოს შესარჩევი საპარლამენტო კომისია ცნობილია

26 თებერვალი, 2018 • 3318
საზმაუს საბჭოს შესარჩევი საპარლამენტო კომისია ცნობილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობა პარლამენტმა 23 თებერვალს დაამტკიცა.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  • სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, PR სააგენტო “ჯეპრას” დამფუძნებელი და კონსულტანტი
  • მამუკა ანდღულაძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი
  • ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი
  • ბონდო მძინარაშვილი – ტელერადიოკომპანია “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი
  • თინათინ რუხაძე – მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი
  • ოთარ ტატიშვილი – ექიმი, ტელეწამყვანი
  • სალომე უგულავა – ჟურნალისტი, “ტაბულის” მთავარი რედაქტორი
  • ბასა ფოცხიშვილი – რეჟისორი, სტუდია 123–ის დამფუძნებელი
  • დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე

სიის ამ შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის 87-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას ეწურება უფლებამოსილების ვადა. წელს უფლებამოსილების ვადა ასევე ეწურებათ მარინა მუსხელიშვილს და გიორგი კოხრეიძეს. საბჭოს ერთმა წევრმა სულხან სალაძემ უფლებამოსილება თავად შეიჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი