ახალი ამბები

თბილისში უნებართვოდ ტაქსაობისთვის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება

26 თებერვალი, 2018 • 4433
თბილისში უნებართვოდ ტაქსაობისთვის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება

თბილისში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე  მძღოლის 200 ლარით დაჯარიმდებას გამოიწვევს, – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ არის ინიცირებული.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, თუ მძღოლი ჯარიმას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. ამავე ცვლილებების პაკეტით, საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, მძღოლის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნინო წილოსანის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგება და გაუმჯობესება არსებული სანქციების გაზრდის ან/და ახალი სანქციების შემოღების გზით.

[red_box]სიახლეები ტაქსის შესახებ[/red_box]

თბილისის მერიამ ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციაზე საუბარი 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტაქსის მძღოლებს ამ რეგისტრაციისთვის თანხის გადახდაც მოუწევდათ, თუმცა ოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. რეგულაციები 2018 წლის ზაფხულში ან შემოდგომით ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი