ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ჯერ არ გეგმავს

26 თებერვალი, 2018 • 1986
ოსური მხარე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ჯერ არ გეგმავს

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას დღეს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

ამის შესახებ ქართულ მედიას საქართველოს სუს-ის წარმომადგენელმა, კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა.

როგორც ქემოკლიძე ამბობს, ოსური მხარე აცხადებს, რომ “ცხინვალი საექსპერტო ბიუროს დასკვნას ელოდება, რასაც შესაძლოა რამდენმე დღეც დაsჭირდეს”.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ცდილობს აღნიშნული გზით ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვას, ქემოკლიძე ამბობს, რომ მსგავსი კითხვები ლეგიტიმურია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების მოთხოვნით, დღეს, 2018 წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა შედგა, სადაც, განხილული იყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი