ახალი ამბები

კალაძის თქმით, ენმ-სთან არ ითანამშრომლებენ, ევროპულ საქართველოსთან – კი

26 თებერვალი, 2018 • 1615
კალაძის თქმით, ენმ-სთან არ ითანამშრომლებენ, ევროპულ საქართველოსთან – კი

მინდა ზუსტად გავყოთ, ერთი არის მარგინალები, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს და მეორე არის “ევროპული საქართველო”. ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები,” – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კალაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ შეხვდა  თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სოფო ხუნწარია თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას თბილისის ბიბლიოთეკების რეფორმის საკითხის განსახილველად. ქალაქის მერიის გეგმის მიხედვით, თბილისის ბიბლიოთეკები მერიის ა(ი)იპ-ად უნდა გადაკეთდეს.

კალაძის განცხადებით, ქალაქის მერია “დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან, როგორსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს”, არასდროს ითანამშრომლებს.

“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოში გაკეთდა განცხადება, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და არ გაერკვევიან, საერთოდ რა უნდათ,” – აღნიშნა თბილისის მერმა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი