ახალი ამბები

სატელეფონო მომსახურების ტენდერი, რომელშიც მარტო ბილაინი მონაწილეობდა, ჩაიშალა

26 თებერვალი, 2018 • 1909
სატელეფონო მომსახურების ტენდერი, რომელშიც მარტო ბილაინი მონაწილეობდა, ჩაიშალა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც 2018-2019 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო,  ჩაიშალა.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული 260 ათასი აბონენტისვის  ფიჭური სატელეფონო მომსახურეობა  GSM, UMTS, LTE სტანდარტით უნდა გაეწია. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შ.პ.ს ვიონი, იგივე ბილაინი მონაწილეობდა. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ტენდერის ჩაშლის მიზეზი მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობა გახდა.

“ერთზე მეტი გამარჯვებულის არსებობა ტენდერში ასევე უზრუნველყოფდა მეტნაკლებად თანაბარ კონკურენტული გარემოს არსებობას ბაზარზე მოქმედი ბიზნესსუბიექტებისათვის,”- წერია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. ამავე დროს, კომისიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების უწყვეტი მომსახურეობა რომ მომხდარიყო, საჭირო იყო  ტენდერში ერთზე მეტი გამარჯვებული ყოფილიყო. კომისიამ მიიჩნია, რომ ამით ერთ-ერთი მათგანის შეფერხების შემთხვევაში მომსახურეობის გარეშე დარჩენის რისკი შედარებით ნაკლები იქნება.

ამას გარდა, სატენდერო კომისიამ შ.პ.ს ვიონის ზოგადი ტექნიკური შესაძლებლობების დადგენის მიზნით (კომპეტენციის გათვალისწინებით) წერილობით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სატენდერო კომისიის ინფორმაციით, GNCC-ის საპასუხო წერილის შესწავლისას  ვერ გამოიკვეთა პრეტენდენტის ( შ.პ.ს ვიონის) ზოგადი ტექნიკური შესაძლებლობების სრული სურათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი