ახალი ამბები

გია მაისაშვილი უმძიმეს დაავადებასთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა

26 თებერვალი, 2018 • 5730
გია მაისაშვილი უმძიმეს დაავადებასთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა

დღეს, 26 თებერვალს, ეკონომისტი და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი ტვინის სიმსივნესთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია მისმა ძმამ, ანზორ მაისაშვილმა დაუდასტურა.

[blue_box]გია მაისაშვილის სამწლიანი ბრძოლა სიმსივნესთან[/blue_box]

გია მაისაშვილს უმძიმესი დიაგნოზი 2015 წელს დაუდგინდა. კვლევების შემდეგ, ექიმებმა ტვინის სიმსივნის ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. მისი განწყობა მძიმე დაავადებასთან საბრძოლველად მშვიდი და ოპტიმისტური იყო.

ოპერაციის შემდეგ გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ აღდგენა სწრაფად წარიმართა. ის ყოველი ახალი პოსტის გამოქვეყნებისას სნეულებებისგან შეჭირვებულ სხვა ადამიანებსაც ამხნევებდა.

მაისაშვილი მკურნალობის პროცედურებს გადიოდა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობდა მკურნალობას. უმძმეს დაავადებასთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა კრიტიკული გახდა.

22 თებერვალს გია მაისაშვილის ოჯახის წევრებმა მისი ფეისბუკის ანგარიშით გაავრცელეს განცხადება. ყველაფრის მიუხედავად, გია მაისაშვილი მაინც არ ნებდებოდა და ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლისთვის.

ოჯახის წევრებისთვის გია მაისაშვილის თბილისში ჩამოყვანა ხელმიუწვდომელი იყო, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითმფრინავით, რომელიც 160 000  დოლარი ჯდება. გია მაისაშვილის მეგობრებმა პეტიციით მიმართეს სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისათვის.

“ჩვენ, როგორც მისი ოჯახი, რა თქმა უნდა, ასეთ თანხას ვერ მოვითხოვთ და არც ველით. ასევე გვინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ არცერთი ფეისბუკზე გავრცელებული საჯარო ფულის შეგროვების ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ, არ ჩაურიცხოთ არავის ფული. ასევე დიდი თხოვნა გვაქვს, ყველამ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისაგან. უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის,” – ნათქვამია გია მაისაშვილის სახელით გავრცელებულ პოლო პოსტში.

გარდაცვალებამდე გია მაისაშვილთან ერთად აშშ-ის საავადმყოფოში საეკლესიო პირები იმყოფებოდნენ. თებერვალში ის ღვმდელმსახურმა ექვთიმემ აზიარა. გია მაისაშვილის ახლობლებმა საქართველოში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სწორედ საეკლესიო პირებისგან შეიტყვეს.

[blue_box]ბიოგრაფია[/blue_box]

1985 წელს დაამთავრა თბილისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ეკონომიკური კონცეფცია პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდისათვის, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ მოასწრო. ამის შემდეგ, მაისაშვილი აშშ-ში გადასახლდა.

1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი.

1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა.

მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2001 წლამდე. ოყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარატამენტის უფროსი. ხელმძღვანელობს საკონსულტაციო კომპანია „ჰერიკლე გრუპს“.

2003 წელს, ვარდების რევოლუციის პერიოდში, გია მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი გახდა.

2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის მთავრობა“.

2006 წელს მაისაშვილმა საკუთარი ძალისხმევით ჩამოაყალიბა ლიდერთა სკოლა, რომლის მიზანიც იყო „ახალი, განათლებული, ჭკვიანი და მამაც ლიდერთა თაობის აღზრდა“.

2007 წლის 26 ივლისს გია მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“, რომლის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს სრული პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნის ერთიანობის უზრუნველყოფა, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება.

2008 წლის 5 იანვრის მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში.

2018 წლის 26 თებერვალს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გია მაისაშვილი აშშ-ში გარდაიცვალა.

[blue_box]გამოხმაურებები[/blue_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი