ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა 6725 ლარის კონტრაბანდული თამბაქო ამოიღო

26 თებერვალი, 2018 • 1306
საგამოძიებო სამსახურმა 6725 ლარის კონტრაბანდული თამბაქო ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, საბაჟო კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით არომატიზირებული სიგარეტის გადმოტანის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ავტობომილში სპეციალურად მოწყობილი სამალავების მეშვეობით საბაჟო გამშვები პუნქტის, “წითელი ხიდის” გავლით, მალულად გადმოიტანა არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო, რომლის საბაჟო ღირებულება 6 725 ლარს შეადგენს.

გამოძიება სსკ საქმეზე 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი