ახალი ამბები

ზამთრის სპორტი: საქართველოდან Google-ში ყველაზე ხშირად ფიგურულ ციგურაობას ეძებდნენ

25 თებერვალი, 2018 • 1968
ზამთრის სპორტი: საქართველოდან Google-ში ყველაზე ხშირად ფიგურულ ციგურაობას ეძებდნენ

ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოდან Google-ში TOP ძებნადი ზამთრის სპორტი ფიგურული ციგურაობა იყო. ამას მოწმობს მონაცემები, რომელსაც Google trends აქვეყნებს.

ანალოგიური სურათია საქართველოს სამეზობლოში: 1-დან 8 თებერვლის ჩათვლით ყველაზე ხშირად Google-ში აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ინფორმაციას სწორედ ფიგურულ ციგურაობაზე ეძებდნენ.

ყველაზე მეტად ფიგურული ციგურაობა აინტერესებდათ აშშ-ში, ჩინეთსა და ავსტრალიაშიც. იაპონიაში ყველაზე პოპულარული ძებნის ობიექტი სნოუბორდი იყო, ოლიმპიადის მასპინძელ სამხეთ კორეაში კი, კერლინგი.

ამავე მონაცემების მიხედვით, გასული 12 თვის განმავლობაში ზამთრის სპორტის სახეობებიდან Youtube.com-ზე საქართველოდან ყველაზე ხშირად ციგაობას უყურებდნენ.

ზამთრის ოლიმპიადა დღეს დასრულდა. საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა ნორვეგია, რომლის წარმომადგენლებმაც 14 ოქროს, 14 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს. მეორეზე გერმანიაა, მესამეზე – კანადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი