ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18, ხოლო მეუღლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

25 თებერვალი, 2018 • 1480
ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18, ხოლო მეუღლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა- 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი