ახალი ამბები

სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

24 თებერვალი, 2018 • 4210
სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა. სახელმწოფო ჯილდო ლევან გორგაძეს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გადასცა.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) გამარჯვებულია. მან 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო და იმპერატორის თასი ჩაიბარა. იმპერატორის თასის ფლობა სუმოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი