დოპინგის მოწინააღმდეგე რუსმა სპორტსმენმა მედიკამენტზე ტესტირება ვერ გაიარა

TIME-ის ცნობით, ოლიმპიური სპორტსმენმა რუსეთიდან ნადეჟდა სერგეევამ, რომელიც დოპინგის საწინააღმდეგო სამოსით გამოჩნდა, დოპინგზე ტესტირება ვერ გაიარა.

ნადძეჟდა სერგეევა ბობსლეის სპორტსმენია, მან Youtube -ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ატარებს სამოსს, რომელზეც წერია – მე არ ვიღებ დოპინგს. რუსეთის ბობსლეის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ზუბკოვმა განაცხადა, რომ ტესტირებისას სერგეევას გულის აკრძალული მედიკამენტის მიღება დაუდასტურდა, რომელიც სტიმულატორია. ფედერაციის თქმითვე, სპორტსმენი არ ფლობს პრეპარატის მისაღებად საჭირო რეცეპტს.

სერგეევა ბოლოს 2018 წლის 13 თებერვალს შეამოწმეს მედიკამენტურ ტესტირებაზე, თუმცა მისთვის აკრძალული მედიკამენტის მიღება მაშინ არ აღმოუჩენიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com