ახალი ამბები

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მესამე მატჩში საქართველომ ავსტრია დაამარცხა

23 თებერვალი, 2018 • 1876
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მესამე მატჩში საქართველომ ავსტრია დაამარცხა

დღეს, 23 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი მატჩი მოიგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიას ვენაში 78:64 სძლია.

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს პირველი ორი მატჩი წაგებული ჰქონდათ. საქართველომ ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო და სამი ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 25 თებერვალს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოში ჩაატარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი