ახალი ამბები

პარლამენტმა მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნა

23 თებერვალი, 2018 • 1692
პარლამენტმა მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნა

დღეს, 23 თბერვალს, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების დადგენილების პროექტს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

[red_box]მუხთარლის საქმე – ყველა სიახლე[/red_box]

კენჭისყრამდე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა კომენტარი და ისაუბრა საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, თუმცა, როგორც ჩანს, უმრავლესობას უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება.

“ბევრი კანონპროექტი მიეწყო, რომელზეც ჩვენი კოლეგების დამოკიდებულება ცნობილი იყო – “ქართული ოცნება” მხარს არ უჭერს “ევროპული საქართველოს” ინიციატივას გადასახადეების დაწევასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხზე უმრავლესობის პოზიცია არ იყო ასეთი ნათელი. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ კომენტარის გაკეთება. არ ეგონოს ვინმეს, რომ ამ პაკეტის [გადასახადების დაწევის] ნაწილია. ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც მრავალ თქვენგანს გამოთქმული გაქვთ მხარდამჭერი პოზიცია,” – მიმართა კენჭისყრის დაწყებმადე უმრავლესობის წევრებს გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის გარდა, აფგან მუხთარლის თბილისიდან აზერბაიჯანში გაუჩინარების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილიც ითხოვდა.

პალრამენტმა ოპოზიციური ფრაქციების არცერთ სხვა საკანონმდებლო ინიციატივას არ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საფოსტო გზავნილების განბაჟების ღირებულება 500 ლარამდე არ გაზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი