ახალი ამბები

,,გახადე შრომა უსაფრთხო“ – გაერთიანებული პროფკავშირი თბილისში მსვლელობას აწყობს

23 თებერვალი, 2018 • 2052
,,გახადე შრომა უსაფრთხო“ – გაერთიანებული პროფკავშირი თბილისში მსვლელობას აწყობს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მიმდინარეობს. საპროტესტო მსვლელობა უსაფრთხო შრომის გარემოს უზრუნველყოფის მოთხოვნით იმართება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილას 480-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2017 წელს 41 დასაქმებული გარდაიცვალა.

 

პროფკავშირების აქცია უსაფრხო შრომის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან.

Posted by netgazeti.ge on Friday, 23 February 2018

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ვარდების მოედანზე დაიწყეს და აქციას თბილისში პარლამენტის შენობასთან დაასრულებენ. დასაქმებულები ითხოვენ, საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინოს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების რეკომენდაციები და დაუყოვნებლივ მიიღოს კანონპროექტი სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

პროფკავშირები ამ მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

 

პროფკავშირების გაერთიანება შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით აქციას მართავს.

Posted by netgazeti.ge on Friday, 23 February 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი