ადვოკატი: თემქაზე გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს

20 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ბრალდებულის ადვოკატმა განუცხადა.

როგორც ნაირა ოტიაშვილი ამბობს, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც გარდაცვლილის მეგობარი იყო, ბრალს არ აღიარებს.

20 წლის ქალი მოკლული თემქის დასახლების ერთ-ერთი კორპუსის უკან გუშინ დილით იპოვეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, ხოლო ბრალდებული მოკლულის მეგობარია.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა პირმა შურისძიების მოტივით ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.  საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობა  7-დან 15-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.