ახალი ამბები

ამერიკაში ორ მილიონად შეფასებული განძის მორიგი მაძიებელი გარდაცვლილი იპოვეს

23 თებერვალი, 2018 • 1441
ამერიკაში ორ მილიონად შეფასებული განძის მორიგი მაძიებელი გარდაცვლილი იპოვეს

53 წლის ამერიკელი ჯეფ მარფლი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც 2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საგანძურის ძებნისას დაიღუპა. BBC წერს, რომ ჯეფ მარფლი 2017 წლის ივნისში დაიკარგა. პოლიციამ გარდაცვლილი მალევე იპოვა, თუმცა თავდაპირველად შემთხვევა თვითმკვლელობად შეფასდა. გარდაცვლილი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ამერიკელი მილიონერი კოლექციონერის, ფორეს ფენის განძის ძიებისას გარდაიცვალა. ფენმა 2010 წელს თავის მემუარში ლექსი დაწერა. მისი მტკიცებით, ეს ლექსი განძის პოვნაში დაეხმარება მაძიებელს.

Washington Post-ის ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული ექსცენტრიული ფორეს ფენი ნიუ მექსიკოში ცხოვრობს. მისი თქმით, განძის ღირებულება 2 მლნ დოლარია და Rocky Mountains-ის ერთ-ერთ ნაწილშია დამარხული. ABC News-თვის მიცემულ ინტერვიუში ფორეს ფენი ამბობს, რომ მისი სურვილია ამ გზით ადამიანებს იმედი მისცეს.

Washington Post ფორეს ფენზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 2 მლნ დოლარის განძი 265 ოქროს მონეტისგან, ბრილიანტებისა და სხვა ძვირფასეულებისგან შედგება. გამოცემის თანახმად, შესაძლოა, განძი არც არსებობდეს, მეტიც, ხუმრობა იყოს.

ჯეფ მარფლის გარდა, ფორეს ფენს სხვებაც დაუჯერეს. მათ შორის იყო რენდი ბილიო, რომელმაც განძის მოძებნა 2016 წელს გადაწყვიტა. 56 წლის ბილიოს ცხედარი რამდენიმე თვეში მდინარე რიო გრანდეში იპოვეს. 2017 წლის ზაფხულში მდინარე კოლორადოსთან 31 წლის ერკ ეშლის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, რომ ისიც განძის ერთ-ერთი მაძიებელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი