ახალი ამბები

როგორ იპყრობს თბილისს ბეტონის პანორამა [ფოტო]

23 თებერვალი, 2018 • 7256
როგორ იპყრობს თბილისს ბეტონის პანორამა [ფოტო]

საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, “პანორამა თბილისის” პროექტების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

თავდაპირველი პროექტი სამ ნაგებობას მოიცავდა და მისი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი იყო.

ნახეთ, რას მოიცავს კომპლექსი და რა სტადიაზეა პროექტით გათვალისწინებული ნაგებობების მშენებლობა “ნეტგაზეთის” მიერ მომზადებული ფოტორეპორტაჟით.

მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ “პანორამა თბილისის” პროექტი დედაქალაქის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში “პანორამა ბილისის” წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოსაც მიმართეს. სარჩელი იმ რეგულაციების არარად [ბათილად] ცნობას ითხოვდა, რომელმაც შესაძლებელი გახადა პროექტ “პანორამა თბილისისათვის” მშენებლობის ნებართვების გაცემა.

სარჩელი ეფუძნებოდა ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ ჩატარებულ კვლევას. ამ კვლევის თანახმად, “პანორამა თბილისის” პროექტის მშენებლობები ექცევა ისტორიული დაცვისა და ლანდშაფტის დაცვის ზონებში, სადაც, კანონის თანახმად, მასშტაბური მშენებლობები დაუშვებელია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გეგმავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაესაჩივრებინა, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სააპელაციომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი