ახალი ამბები

ლუქსემბურგი საქართველოს მოქალაქეებისთვის  თავშესაფრის განხილვის პროცედურას აჩქარებს

23 თებერვალი, 2018 • 2553
ლუქსემბურგი საქართველოს მოქალაქეებისთვის  თავშესაფრის განხილვის პროცედურას აჩქარებს

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების საიში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი  ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ  არსებული სიტუაცია გახდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის თანახმად, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების  თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ჩვეულებრივ ვადას  სამჯერ ამცირებს.   

“2018 წლის 29 იანვრიდან  ამოქმედდა  სწრაფი პროცედურა, რომლის მიხედვითაც  თავშესაფრის მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხის დღის შემდეგ, ხოლო  თავშესაფრის მოთხოვნაზე  პასუხს აძლევენ  ინტერვიუდან 6 დღეში. შესაბამისად, ლუქსემბურგში  საქართელოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან შემცირდა ათ დღემდე”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან  თავშესაფრის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი