ახალი ამბები

ხუდონჰესის პროექტის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე

19 სექტემბერი, 2013 • 1365
ხუდონჰესის პროექტის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე

ხუდონჰესის პროექტის განხილვა
ხუდონჰესის პროექტის განხილვა

“დარწმუნებული ვარ, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკებით თთოეულ ოჯახთან და საკმაოდ ადეკვატური კომპენსაციით მივაღწევთ დადებით შედეგს. იგეგმება 800 ადამიანზე ნაკლების (220 ოჯახზე ნაკლები) გამოსახლება ხუთი სოფლიდან, რომელიც პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ჰყვება, რამდენიმე სოფელი კი – ირიბი ზემოქმედების ქვეშ,” – აცხადებს პაატა წერეთელი, “ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” დირექტორი.

კითხვაზე, რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხატზე დაფიცების საკითხზე, წერეთელი პასუხობს, რომ ის არ არის კოპეტენტური, ისაუბროს ფიცის დადების თემაზე: “ეს თავად ფიცის დამდებ პირებს და საეკლესიო პირებს უნდა კითხოთ, ალბათ, ისინი უფრო კომპეტენტური იქნებიან პასუხის გასაცემად”.

შეხვედრის დროს მედიასთან კომენტარი გააკეთა ილია ელოშვილმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მოსახლეობის შენიშვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული:

“თუმცა ზედმეტი მოლოდინი არ უნდა შეექმნათ, მაგალითად, ხშირად არის შემთხვევები, რომ ცალკეული პირები და ოჯახები ცდილობენ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და არაადეკვატურ წინადადებებს აყენებენ, ყველაფერს აქვს საზღვარი,” – აცხადებს ელოშვილი.

ამ წუთებში საჯარო განხილვის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს.

პარალელურად, სასტუმროს გარეთ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.


“ხუდონჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობისა, მით უფრო, როცა ეს ელექტროენერგიის თურქეთში გასაყიდად იგეგმება, აბსოლუტურად მიუღებელია! ეს ასეა, რადგან გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და მისი ლიდერი ბატონი ივანიშვილი ამით არღვევს ამომრჩევლისათვის საარჩევნო პროგრამით მიცემულ პირობას, რომ “დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა”, ამასთანავე და, რაც მთავარია, და ანუ რის გამოც გაცემული იყო ეს პირობა: საკმაოდ მცირე რაოდენობის საბიუჯეტო გადასახადებს ეწირება არა მხოლოდ ის სოფლები, ეკლესიები და სხვა ძეგლები, ასევე, უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემები, რომლებიც უშაულოდ იტბორება, არამედ ათობით მეტჯერ დიდი ტერიტორიაზე, ანუ თითქმის მთელ სვანეთში, ასევე, მიმდებარე რეგიონში არსებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, ასევე, ადამიანების ჯანრთელობა და სიცოცხლე! ამიტომ აღნიშნული ვანდალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს ყველა ჩვენგანმა, ვისაც მართლა უყვარს საკუთარი სამშობლო საქართველო!” – ასეთია აქციის მონაწილეების მოთხოვნა.


აქცია ამ დროისთვის 50-მდე მონაწილე ჰყავს, მათ შორის არიან დევნილები.

საპროტესტო აქცია ხუდონჰესის წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია ხუდონჰესის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი