ახალი ამბებისამართალი

რუსთავში პატიმრობა მიესაჯა ორსული ცოლის ცემაში ბრალდებულს

23 თებერვალი, 2018 • 1981
რუსთავში პატიმრობა მიესაჯა ორსული ცოლის ცემაში ბრალდებულს

დღეს, 23 თებერვალს, რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული ცოლის ცემაში ე.ნ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

სასამართლოს ცნობით, პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, რუსთავში, ე.ნ-მ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ ცოლს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მრავლობითი დაზიანება და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ).

მასალების გადაბეჭდვის წესი