არგენტინაში რუსეთის საელჩოში 389 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

არგენტინის ოფიციალური პირების ცნობით, პოლიციის და რუსეთის საელჩოს თანამშრომლები დააკავეს მას შემდეგ, რაც ბუენოს აირესში, რუსეთის საელჩოს შენობაში შესაბამისმა უწყებებმა დიდი ოდენობით კოკაინი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ასოშეიტედ პრესზე დაყრდნობით ფოქს ნიუსი  ავრცელებს.

არგენტინის უსაფრთხოების მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 389 კილოგრამი ნარკოტიკი დამალული იყო დიპლომატიურ ბარგში, რომელსაც 2016 წელს მიაკვლიეს.

ეჭვმიტანილები ოთხშაბათს დააკავეს. არგენტინა და რუსეთი გამოძიებას წელიწადზე მეტხანს ატარებდა მას შემდეგ რაც რუსეთის ელჩმა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში პოლიციას აცნობა, რომ “ბარგი” საელჩოს შენობის მცირე ფლიგელში იპოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი