ახალი ამბები

ანონსი- 23 თებერვალი

22 თებერვალი, 2018 • 2027
ანონსი- 23 თებერვალი

გთავაზობთ პარასკევს, 23 თებერვალს დაგეგმილი მოვლენების სიას: 


10:00  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი,  ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ რექტორი ირაკლი შარაბიძე, „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“  დირექტორი მამუკა ახალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი   „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“  ორგანიზებით   გამართულ „დამსაქმებელთა  და პარტნიორთა ფორუმი 2018“-ს გახსნიან. მისამართი: ბათუმში, სასტუმროში “WINDHAM BATUMI” (მ. აბაშიძის ქუჩა #33)

10:30 “ანაკლია სითის” კვლევის – “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” პროცესი და  მისი სამომავლო შედეგები განიხილება შეხვედრაზე, რომელზეც  მიწვეულნი არიან მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.  შეხვედრის ფარგლებში  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „BuroHappold Engineering-ს“ წარადგენენ. შეხვედრას „ანაკლია სითის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი გახსნიან. მისამართი:  რუსთაველის გამზირი 13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“,  ღვინის ბარი.

11.00 სამუშაო შეხვედრა ინტერნეტში და მის მიღმა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ; მისამართი: სასტუმრო „ბეტსიში“ (მის: კ. მაყაშვილის ქ. #32/34);

12.00 პარლამენტის პლენარული სხდომა , ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

15:00  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება.

18.15: პარლამენტის ბიუროს სხდომა, ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი;

18. 30 პარლამენტის პლენარული სხდომა, ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი