თემქის დასახლებაში 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეგობარი დააკავეს

პოლიცია აცხადებს, რომ უკვე დააკავეს 20 წლის პირი, რომელსაც ბრალი ედება დღეს მომხდარი მკვლელობაში, რომელიც თბილისში, თემქის დასახლებაში მოხდა.

20 წლის ქალი მოკლული თემქის დასახლების ერთ-ერთი კორპუსის უკან დღეს დილით იპოვეს.

შსს-ს ცნობით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, ხოლო ბრალდებული მოკლულის მეგობარია.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა პირმა შურისძიების მოტივით ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.  საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობა  7-დან 15-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან