ახალი ამბები

სექსი, როგორც ვარჯიში

18 სექტემბერი, 2013 • • 10215
სექსი, როგორც ვარჯიში

“გავრცელებული მოსაზრება: ერთი სექსუალური აქტის დროს ადამიანს შეუძლია 100–დან 300 კალორიამდე დახარჯოს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სექსი კარგი ვარჯიშია, მაგრამ არსებობს თუ არა ფაქტები? რა ინტენსივობის სექსი შეიძლება განვიხილოთ ფიზიკურ ვარჯიშად?” – წერს CNN-ი.

 

რეალურად სექსის დროს ცოტა კალორია იხარჯება, “New England Journal of Medicine”–ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სექსის დროს, რომელიც 6 წუთს გრძელდება საშუალოდ 21 კალორია იხარჯება. WebMD-ის მიხედვით, 30 -წუთიანი სექსის დროს კი 85–100 კალორია იხარჯება, რაც ნიშნავს, რომ თუ თქვენ ენერგიული სექსით ხართ დაკავებული, მაქსიმუმ 100 კალორიის დახარჯვა შეგიძლიათ.

 

ამიტომ  ვარჯიშზე უარის თქმა სექსის გამო არ არის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა სექსის და ვარჯიშის ოპტიმიზება შეიძლება ისე, რომ კალორიების ხარჯვის მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, მაგალითად, ასეთი გზაა სექსი საუზმემდე.

 

“სექსი საუზმემდე დიდებული იდეაა, დილის 7 საათიდან 8 საათამდე ტესტოსტერონის დონე ყველაზე მაღალია. ამას გარდა, დილის სექსის შემდეგ შეგიძლიათ ვარჯიშითაც დაკავდეთ,”– აცხადებს ფიზიოლოგი ჯეი უილიამსი, იგი ასევე წარმოადგენს სხვა გზებსაც მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

 

ასეთ მეორე საშუალებას წარმოადგენს Flexi-sex. იოგას ვარჯიშის დროს ნახევარ საათში 100-დან 300-მდე კალორია იხარჯება, იოგას საყვარელი პოზების ჩართვა თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში აუცილებლად გაზრდის კალორიების ხარჯვის სიხშირეს.

 

კიდევ ერთი გზაა, იკვებოთ სექსუალური გამძლეობის წამახალისებელი პროდუქტებით, მაგალითად, ჭამოთ ლეღვი, ხამანწკები, ნიახური, მოცვი, არაქისი, ბანანი, ნიორი და შავი შოკოლადი, რომელთაც აქვთ პოტენციალი მამაკაცის სექსუალური გამძლეობის უნარი გაზარდოს.

 

სექსშიც და ვარჯიშის დროსაც მნიშვნელოვანია სიახლე. ამიტომ უნდა სცადოთ ახალი და გამომწვევი პოზები. სიახლით თქვენ ხელს უწყობთ კუნთების სტაბილიზებას, თქვენ სხეულს აკაჟებთ და კარგი ვარჯიშიც გამოგდით.

 

მართალია სექსი ვერ ჩაითვლება ვარჯიშად, მაგრამ თქვენ უნდა ივარჯიშოთ, რათა უკეთესი სექსი გქონდეთ. 2005 წელს არკანზასის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ინტენსიური ვარჯიშის სექსის ხარისხზე გავლენას იკვლევდა, დაასკვნეს, რომ ქალებს, რომლებიც ხშირად ვარჯიშობენ, უფრო აქტიური სექსუალური ცხოვრება აქვთ და მარტივად აღწევენ ორგაზმს, იმ ქალებთან შედარებით, ვისაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს.

 

რაც შეეხება მამაკაცებს, ვარჯიშის ინტენსივობა კავშირშია ტესტოსტერონის დონის ზრდასთან, რაც თავის მხრივ სექსუალური ინტერესს აძლიერებს.

 

შენიშვნა: მასალა პირველად გამოქვეყნდა upwave.com–ზე, რომელიც ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი