ზუგდიდში ლგბტ თემატიკაზე პერფორმანსი “ბალიშის პირი” გაიმართა [ფოტოები]

21 თებერვალსზუგდიდში პერფორმანსი “ბალიშის პირი” მოეწყო, რომელიც ასახავს იმ დაძაბულობას, რომლითაც ლგბტ ადამიანები ცხოვრობენ. ამ სტრესის მიზეზი კი ჰომოფობიაა.

პერფორმანსი ოთახში, პირად სივრცეში მოეწყო, რომლის ცენტრში კიდევ უფრო პირადი რამ – საწოლი დგას. პირადი სივრცის საჯაროდ გამოტანით მალვაში მყოფი ადამიანების შინაგანი ბრძოლაა წარმოდგენილი

“ადამიანები ყოველთვის ჩვენს მყუდრო და პირად სივრცეს დავეძებთ, ვლაპარაკობთ ჩვენს პლანეტაზე, ჩვენს კონტინენტზე, ქალაქზე, ქუჩაზე, ბინაზე, ჩვენს ოთახზე და კიდევ უფრო პირად სივრცეზე – საწოლზე, რომელშიც ცხოვრების ნახევარს ვატარებთ.

ჰომოსექსუალი ადამიანები გამუდმებულ მალვაში ვართ. მშვიდად ყოფნას მხოლოდ ჩვენს ვიწრო ტერიტორიაზე – საწოლში ვახერხებთ და ზოგჯერ იქაც ვერა.

რამდენიმე წელია ჩემი მუდმივი დაძაბულობა ნევროზად გადაიქცა. შეყვარებული მეუბნება, რომ თურმე ძილში ვლაპარაკობ, როცა სახლში სტუმარი გეწვევა და დგება მომენტი, რომ ჩემი ოთახი ვიღაცას გავუყო, სულ მეშინია, რომ ძილში რამე არ წამოვიძახო. რაღაც საეჭვო არ ვთქვა ჩემი ცხოვრების შესახებ. რასაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაცინვა, შეურაცხყოფა და ძალადობა შეიძლება მოჰყვეს.

პერფორმანსი “ბალიშის პირი” სწორედ საწოლში გამხელილი შეულამაზებელი ფიქრებია ჩემს თავზე, მოურჩენელ ტკივილებზე და ჩემს სხეულზე სოკოებად მოდებულ შიშებზე, რომლებსაც ვერ ვიშორებ და მოსვენებას მიკარგავენ”, – წერს ანდრო დადიანი.

ანდრო დადიანი პერფორმანსი ზუგდიდში. 21.02.2018 ფოტო: თანასწორობის მოძრაობა

ანდრო დადიანი პერფორმანსი ზუგდიდში. 21.02.2018 ფოტო: თანასწორობის მოძრაობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com