“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დახურული შეხვედრები “ტვ პირველსა” და არასამთვარობო ორგანიზაციებს შორის რამდენჯერმე გაიმართა. ჩვენი ინფორმაციით, საუბარი იყო ტელეარხის მფლობელების მიმართ სავარაუდო ზეწოლაზეც, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. “ტვ პირველი” გეგმავდა ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, როგორც მოგვიანებით არასამთავრობოებს განუცხადეს, პრობლემა ამოიწურა და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას. ზეწოლის კონტექსტში ნახსენები იყო ალექსანდრე ჯეჯელავსა და დიმიტრი ქუმსიშვილი გვარები.
ალექსანდრე ჯეჯელავამ “ლიბერალს” უთხრა, რომ ამ ბრალდებებზე საუბარს არ აპირებდა.
TV პირველის საკითხზე ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ნეტგაზეთის სტატიას