ახალი ამბები

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

22 თებერვალი, 2018 • 1661
საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით საკადრო ცვლილებები შეეხო როგორც თბილისს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს. კერძოდ:

  • ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა
  • აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა
  • დასავლეთ საქართველოს  პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა
  • კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა.
  • შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა.
  • სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა

“რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი