ახალი ამბები

Ryanair საქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს – ეკონომიკის სამინისტრო

22 თებერვალი, 2018 • 3106
Ryanair საქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს – ეკონომიკის სამინისტრო

“ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან მიღწეული მოლაპარაკებებისა და კომპანიის მიერ ავიაპარკის შევსების შემდეგ იქნება მიღებული”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე აცხადებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს.

„Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი, გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისააც. Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე ვესაუბრებით“, – აცხადებს ქეთი ალექსიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი