ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

21 თებერვალი, 2018 • 2082
საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. უწყების თანახმად, შეთანხმების შემდეგ ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირსა და სხვა პროდუქციაზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა.

„მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 20%-ით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა  ცხვარზე, თხაზე და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი