ახალი ამბები

ზოოპარკის სანახავად ხაშურიდან თბილისში 10 წლის ბავშვი გამოიპარა

21 თებერვალი, 2018 • 5991
ზოოპარკის სანახავად ხაშურიდან თბილისში 10 წლის ბავშვი გამოიპარა

გუშინ, 20 თებერვალს, პატრულის ეკიპაჟმა თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვა. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ბავშვი ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად ცხოველების სანახავად გამოიპარა.

“ბავშვი მარტო იჯდა ჩუმად და ხმას არ იღებდა. მოგვიანებით ალაპარაკდა და თქვა, რომ თბილისის და ზოოპარკის ნახვა უნდოდა, ცხოველები მიყვარსო. უკვე გვიანი იყო ძალიან და ვეღარ წავიყვანდით ზოოპარკში,” – განგვიცხადეს შსს-ში.

პოლიცია ბავშვის მამას დაუკავშირდა, რომელიც მალევე ჩამოვიდა თბილისში შვილის ხაშურში წასაყვანად. როგორც მან საპატრულო პოლიციასთან საუბრისას აღნიშნა, ბავშვი აქამდე ხაშურს არასდროს გასცილებია და არ იცის, როგორ მოახერხა ეს.


ამბის გაგრძელება: ხაშურიდან გამოპარულ ბავშვს დღეს ზოოპარკს დაათვალიერებინებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი