ახალი ამბები

მეტრო “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია [ვიდეო]

21 თებერვალი, 2018 • 1579
მეტრო “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია [ვიდეო]

მეტრო “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ვიდეოში ჩანს, ხანძარმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიის შიგნით არსებულ ლეიბებისა და ლამინატის საწყობებს უკიდია. მათი ცნობით, ადგილზე 18 სახანძრო-სამსაშველო ჯგუფი მუშაობს.

ნეტგაზეთი დამატებით ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან მალევე გაცნობებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი