ახალი ამბები

სესიაშვილის თქმით, დიცში მავთულხლართების მონტაჟი რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ქმედებაა

17 სექტემბერი, 2013 • • 877
სესიაშვილის თქმით, დიცში მავთულხლართების მონტაჟი რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ქმედებაა

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეს ქმედება დესტრუქციულია:

 

“ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების ფარგლებში ახალი სტრატეგიით დაიწყო მოქმედება და მთელმა საერთაშორისო საზოგადეობამ ეს პოზიტიურად შეაფასა, გარკვეული პოზიტიური შედეგებიც დადგა, თუმცა რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლზე განხორციელებული მთელი რიგი სამუშაოები, რომლებიც გამყოფ ზოლზე ახდენს ღობეების მონტაჟს, რა თქმა უნდა, ეს არის, ჩემი აზრით, ვიტყოდი, დესტრუქციული თავად პროცესისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვინდა და ამის სურვილი აქვს საქართველოს ხელისუფლებას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არსებული კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, ამ პროცესში არის პოზიტიური ნიშნები, ხოლო ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აბსოლუტურად დესტრუქციულია.”

 

სესიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ  საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით და საღი აზრის გატარებით, რუსეთი ამ პროცესს შეაჩერებს.

 

დღეს, 17 სექტმბერს სოფელ დიცში საოკუპაციო ზოლთან რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს.

სოფელი დიცი ძელების ინსტალაციის პროცესი
სოფელი დიცი ძელების ინსტალაციის პროცესი

მასალების გადაბეჭდვის წესი