ახალი ამბები

შერიმ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა

17 სექტემბერი, 2013 • • 1784
შერიმ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა

მომღერალს თებერვლის ოფიციალურ გახსნის ცერემონიალში მონაწილეობაც შეთავაზეს, თუმცა, მისი თქმით, მან მყისიერად თქვა უარი ამ შემოთავაზებაზე, რუსეთში მცხოვრები ლგბტ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად.

ჟურნალ “Maclean’s”– თან საუბრისას, შერიმ განაცხადა, რომ მას მეგობარი, რუსი ოლიგარქი დაუკავშირდა:

“მან მკითხა, ვისურვებდი თუ არა ოლიმპიური თამაშების ელჩობას და შოუს გახსნას, დაუყოვნებლივ უარი ვუთხარი. მე მინდა ვიცოდე, რატომ “აფეთქდა” გეი-ადამიანების მიმართ სიძულვილი რუსეთში, მან მიპასუხა, რომ რუსი მოქალაქეები არ ფიქრობენ ხელისუფლების მსგავსად”

მომღერალი რუსეთში გასულ წელს ორჯერ იმყოფებოდა. შერი ამბობდა, რომ არ შეუძლია დაასახელოს სახელი, ვინც მას რუსეთში იწვევდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მომღაერალს რუსი მილიარდერი და პოლიტიკოსი სულეიმან კერიმოვი პატიჟებდა. ფორბსის მიხედვით, კერიმოვი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 162–ე ადგილზეა. ფორბსი ასევე წერს, რომ იგი შერის დიდი თაყვანისმცემელია.

2012 წლის დეკემბერში შერი პრივატულ ღონისძიებას დაესწრო მოსკოვში მისი მიწვევით და დაღესტანშიც იმყოფებოდა კერიმოვის სახლში.

“რუსეთი დიდებულია, ცივი, მაგრამ დიდებული, აი, ფოტო, რომელზეც მე ჩემი მეგობრის გიგანტურ ბეწვის ქუდს ვატარებ” – წერდა შერი “ტვიტერის” საკუთარ ანგარიშზე დეკემბერში. 

შერი უკვე დიდი ხანია ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას გულშემატკივრობს. იგი არ არის ერთადერთი, რომელმაც სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა, კანონის გამო, რომელიც  გეი “პროპაგანდას” კრძალავს. შერთან ერთად არიან მომღერალი მადონა, ლედი გაგა, მსახიობი ვენტვორტ მილერი.

 კანონი, რომელიც გეი “პროპაგანდას” კრძალავს, რუსეთში ივნისის ბოლოს მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი