ახალი ამბები

ტელეკომპანია “მაესტროს” შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

17 სექტემბერი, 2013 • • 1130
ტელეკომპანია “მაესტროს” შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

 

 როგორც “ნეტგაზეთს’ ტელეკომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა, ამის მიზეზი სატელეფონო ზარია, რომელმაც შენობაში ბომბის არსებობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

 

ბოლო დღეების განმავლობაში მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარების გამო ტელეკომპანია “იმედის”, ასევე, რუსთავი 2–ს შენობებიდან თანამშრომლების ევაკუაცია რამდენჯერმე განხორციელდა. რამდენჯერმე შეფერხდა პარლამენტის მუშაობაც ქუთაისში.

 

მაესტრო
მაესტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი