ახალი ამბები

პარლამენტში მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

17 სექტემბერი, 2013 • • 967
პარლამენტში მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

კომისიის თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები მარეგულირებელი კომისიის მომჩივანებს მოუსმენს. კერძოდ, საგამოძიებო კომისიის წევრები იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუსმენენ, რომლებსაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან პრეტენზიები აქვთ.


ამ დროისთვის კომისიამ უკვე მოუსმინა  ტელე-რადიოკომპანია “რიონის” გენერალურ დირექტორს, თამარ ღვინიანიძეს, რომელსაც ქუთაისში არსებულ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-თან აქვს პრეტენზიები. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კომისია მეორე მხარეს მოუსმენს. 


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 სექტემბერს საპარლამენტო კომისიის სხდომა პარლამენტში ევაკუაციის გამო შეწყდა. როგორც გუშინდელ სხდომაზე ხიდაშელმა განაცხადა, ოთხშაბათს ტელეკომპანია “ალანიას” საქმეს განიხილავენ:


“ოთხშაბათს კი სხდომა მთლიანად დაეთმობა ტელეკომპანია “ალანიას“ საქმეს. ყველა ის პირი დაიკითხება, ვინც ამ ტელევიზიის საქმიანობასთან არის დაკავშირრებული. მაშინ, როცა სხვა ტელევიზიები, რომლებიც, ასე რომ ვთქვათ, “არასწორი“ პოზიციის მატარებელი იყო, ჯარიმდებოდა, ტელეკომპანია “ალანია“ და “საქართველო“ საერთოდ ქაღალდზეც კი არ არსებობდა,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი.


საგამოძიებო კომისიის საჯარო შეხვედრების ფორმატში იგეგმება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისის წარმომადგენლების, მათ შორის დეპუტატ დავით ბეჟაშვილის დაკითხვა.”

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული  კომისიის  საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი