ახალი ამბები

ჯორჯ და ამალ კლუნები აშშ-ის იარაღის პოლიტიკის საწინააღმდეგო მარშს $500 ათასით დააფინანსებენ

20 თებერვალი, 2018 • 1808
ჯორჯ და ამალ კლუნები აშშ-ის იარაღის პოლიტიკის საწინააღმდეგო მარშს $500 ათასით დააფინანსებენ

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი არანაკლებ ცნობილი იურისტი ცოლი ამალ კლუნი ნახევარ მილიონ დოლარს გაიღებენ იმ მარშის დასაფინანსებლად, რომლის მიზანი იარაღთან დაკაშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გაკრიტიკება და შეცვლაა. ამის შესახებ ინფორმაციას Veriety ავრცელებს.

მარში” ჩვენი სიცოცხლისთვის”  24 მარტისთვის ვაშინგტონში არის დაგეგმილი და მისი ორგანიზატორები ის სტუდენტები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ფლორიდის ერთ–ერთ სკოლაში თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩნენ. ამ სკოლიდან გარიცხულმა ნიკოლას კურზმა შეიარაღებული თავდასხმა სკოლაზე 15 თებერვალს მოაწყო, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

“მე და ამალი შთაგონებული ვართ “სტოუნმენ დაგლასის სკოლის” ამ ახალგაზრდა ქალ-ვაჟების სიმამაცითა და მჭევრმეტყველებით.  ჩვენი ოჯახი ამ ქვეყნის შესანიშნავი ახალგაზრდა თაობის გვერდიგვერდ იქნება 24 მარტს და ჩვენი შვილების, ელასა და ალექსანდრეს სახელით, ამ აქციის ორგანიზებისთვის გადავრიცხავთ $500 ათასს. ჩვენი შვილების სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული”, – ნათქვამია ჯორჯ კლუნის განცხადებაში.

24 მარტის მარშს, არასამთავრობო ორგანიზაცია “Everytown for Gun Safety-სთან” ერთად, ორგანიზებას უწევენ მასობრივ მკვლელობას გადარჩენილი ახალგაზრდები. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იარაღის უკონტროლოდ გაყიდვასთან დაკაშვირებით უკვე წლებია, მწვავე განხილვების თემაა ამერიკულ საზოგადოებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი