პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს დონბასის შესახებ, რომლითაც რუსეთი აგრესორად გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს, 20 თებერვალს, ხელი მოაწერა დონბასის რეგიონის შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული რეგიონი დროებით ოკუპირებულად გამოცხადდა, რუსეთი კი – აგრესორად, რომელსაც ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორია.

უკრაინული გამოცემის, Kyiv Post-ის ცნობით, პრეზიდენტმა კანონს ხელი სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრის მერე მოაწერა. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა უკრაინული ტელეარხებით. აღნიშნულ კანონს მხარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, რადამ, 18 თებერვალს დაუჭირა მხარი. ამ კონკრეტულ კანონში, ლუგანსკისა და დონეცკის მიწების გარდა, ოკუპირებულად გამოცხადდა ქვეყნის საჰაერო სივრცე ამ ტერიტორიების თავზე.

უკრაინის აღმოსავლეთით უკვე რამდენიმე წელია საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინელ აჯანყებულებს ზურგს უმაგრებს რუსული არმია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.