ახალი ამბები

“იმედში” ბომბის არსებობის შესახებ მესამედაც არასრულწლოვანმა დარეკა

16 სექტემბერი, 2013 • 1124
“იმედში” ბომბის არსებობის შესახებ მესამედაც არასრულწლოვანმა დარეკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:19 საათზე შევიდა. ანონიმური ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ შსს-ს შესაბამისი სამსახურები. ჩატარებული განნაღმვითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებას. ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო აწარმოებს.

 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეს მესამე შეტყობინება შევიდა 112-ში “ტელეიმედში” ბომბის არსებობის თაობაზე და სამივე შემთხვევაში, ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანი აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი