ახალი ამბები

ვაკის 32 ქუჩაზე ნაგვის კონტეინერების დაცლა 22:00 საათიდან დაიწყება

20 თებერვალი, 2018 • 1376
ვაკის 32 ქუჩაზე ნაგვის კონტეინერების დაცლა 22:00 საათიდან დაიწყება

2018 წლის 1 მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა 22:00 საათიდან დაიწყება. როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით მიიღეს.

ნაგავშემკრები კონტეინერების სპილოტე ვერსია ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩების ტერიტორიას მოიცავს.

“რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხდომაზე კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მიაწოდონ პროექტის შესახებ ინფორმაცია. მისივე თქმით, თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, არ არის გამორიცხული, რომ მერიამ აღნიშნული მიდგომა მთელი ქალაქის მასშტაბით გამოიყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი