ახალი ამბები

ტელეკომპანია “იმედში” თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

16 სექტემბერი, 2013 • • 1082
ტელეკომპანია “იმედში” თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის”  პირდაპირ ეთერში საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკის” წამყვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ შეატყობინეს, რომ “იმედის” თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ტერიტორია უნდა დატოვონ.

ტელეკომპანიის ტერიტორიიდან თანამშრომელთა ევაკუაციის გამო საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკა” ეთერში ვერ გადის. 

 

ტელეკომპანია “იმედში” ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება, შსს-ს ცნობით, პირველად 12 სექტემბერს, 13:35 საათზე შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, ლუბლიანას ქ. N5-ში, ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

 

განგაში ცრუ აღმოჩნდა. ზარის განმხორცილებელი შსს-მ უკვე დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი