ახალი ამბები

მარგველაშვილი ლევან ვასაძის სკოლაში

16 სექტემბერი, 2013 • 4369
მარგველაშვილი ლევან ვასაძის სკოლაში

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს საკითხებში, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დირექტორი იყო.

 

კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსებულია 2009 წლიდან. სკოლის 100%-იან წილს ფლობს შპს “კიკეთის სოციალური პროექტები”, რომლის მესაკუთრეა ლევან ვასაძის ცოლი – ნინო დურგლიშვილი.

ზურაბ აბაშიძე, ლევან ვასაძე, გიორგი მარგველაშვილი
ზურაბ აბაშიძე, ლევან ვასაძე, გიორგი მარგველაშვილი

დღეს პროექტი, რომელსაც ლევანთან ერთად ვემსახურები ბოლო ექვსი თუ შვიდი წელია, კიდევ ერთ სასიხარულო დღეს ზეიმობს, ეს არის მეხუთე სასწავლო წლის გახსნა და როგორც გამგეობის უკვე ყოფილი წევრი, ბუნებრივია, მოვედი აქ და ბავშვებს და მასწავლებლებს მივულოცე უაღრესად საინტერესო და შემოქმედებითი ახალი სასწავლო წლის დადგომა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


“ძალიან გვიხარია, რომ ვიწყებთ მე-5 აკადემიურ წელს ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა არის ოთხი მიმართულების, ეს არის აკადემიური განათლება, სპორტული და ათლეტური განვითარება, შრომითი და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების მიმართულება და ზნეობრივი და სასულიერო აღზრდა ბავშვებისა, და ძალიან ვამაყობთ იმითი, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი თავიდანვე ჩართული იყო ამ სკოლის კონცეფციის შემუშავებასა და მართვაში, ძალიან გვაკლია ის მას შემდეგ, რაც დიდ პოლიტიკაში წავიდა და მოგვიწია მასთან დამშვიდობება ამ როლში, მაგრამ ძალიან ვხარობთ, რომ დღეს მობრძანდა სკოლის გახსნაზე და მშობლებიცა და მასწავლებლებიც გაახარა თავისი აქ ყოფნით”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი საჯარო შეხვედრებში მონაწილეობს ლევან ვასაძესთან ერთად. 1 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილი პატრიარქთან და ლევან ვასაძესთან ერთად იმყოფებოდა მესტიაში. მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის რანგში მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში ლევან ვასაძესთან ერთად: 21 ივნისს ისინი ერთად იყვნენ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიაში, ხოლო 22 ივნისს – საჩხერეში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის და ლევან ვასაძე ბავშვობის მეგობრები არიან.


4 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი გადადგომის შემდეგ ლევან ვასაძე არ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი