ახალი ამბები

კახეთში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა

20 თებერვალი, 2018 • 1577
კახეთში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა

კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზატკეცილზე ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი