ბილ გეითსი: მდიდრებმა უფრო მეტი გადასახადი უნდა გადაიხადონ

მაიკროსოფტის დამფუძნებელი მილიარდერი ბილ გეითსი მზადაა იმაზე მეტი გადასახადი გადაიხადოს, ვიდრე ამის ვალდებულება აქვს.  CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში ბილ გეითსი ამბობს, რომ  სხვა მდიდარ ადამიანებს სახელმწიფომ მეტი გადასახადის გადახდა უნდა მოსთხოვოს. შედეგად, მდიდარი ადამიანების კონტრიბუცია ბიუჯეტში მნიშვნელოვნად მაღალი იქნება.

“მე მჭირდება უფრო მაღალი გადასახადები. ის ხალხი, ვნიც სიმდიდრეს ფლობს, დრამატულად დიდ მოგებას ღებულობს საშუალო და ღარიბი მოსახლეობისგან განსხვავებით,” – უთხრა ფარიდ ზაქარიას ბილ გეითსმა, რომლის ქონება Forbes თანახმად 91.7 მილიარდ დოლარია.

ფარიდ ზაქარიას კითხვაზე, როგორ უყურებს შემოსავლების უთანასწორო ზრდას აშშ-ში, ბილ გეითსი, რომელმაც CNN-ინფორმაციით, საკუთარი ქონების 40 მილიარდ დოლარზე მეტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა, პასუხობს, რომ ყველა მოწინავე დემოკრატიულმა ქვეყანამ ამაზე უნდა იფიქროს.

“აშშ-ის მოსახლეობის მეექვსედი ცუდ პირობებში ცხოვრობს. მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რატომ არ ქმნის უკეთეს სამუშაო ადგილებს ამ ადამიანებისთვის,”-ამბობს ბილ გეითსი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.