ახალი ამბები

ზამთრის ოლიმპიადა: რუსი ათლეტი ეჭვმიტანილია დოპინგის წესის დარღვევაში

18 თებერვალი, 2018 • 2039
ზამთრის ოლიმპიადა: რუსი ათლეტი ეჭვმიტანილია დოპინგის წესის დარღვევაში

რუსი ათლეტი  ეჭვმიტანილია დოპინგის წესის დარღვევაში  პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსულ გამოცემა TASS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთმა რუსმა ათლეტმა ვერ გაიარა დოპინგის ტესტი, თუმცა ამასთან დაკავშირებით რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებში არ საუბრობენ და არ ასაჯაროებენ ათლეტის სახელს.

კომენტარს არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აკეთებს, რადგან, მათი თქმით, დოპინგის ტესტი დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ ჩაატარა.

რუსეთის დელეგაცია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში, კერძოდ პიონგჩანგში, იმართება, მონაწილეობას ვერ ღებულობს.

ოლიმპიადაზე მხოლოდ ის რუსი ათლეტები გამოდიან, რომლებიც ადასტურებენ, რომ დოპინგს არ მოიხმარენ, თუმცა ისინიც არათუ რუსეთის, არამედ ნეიტრალური, ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილების მიზეზი დოპინგის თაობაზე ჩატარებული გამოძიებაა, რომლის თანახმადაც, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის ფედერაცია თავად აფინანსებდა და მხარს უჭერდა სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატის მიღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი